ნატახტრის ინდუსტრიულ-კომერციული ზონა

ნატახტრის ინდუსტრიულ-კომერციული ზონა

ნატახტრის ინდუსტრიულ-კომერციული პროექტის განხორციელება დაგეგმილია თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, თბილისიდან 18 კილომეტრში, ორი მთავარი მაგისტრალური გზის გასაყარზე. 
პროექტის იდეა, რომელიც საქართველოში პირველი თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბებას და მის სამომავლო განვითარებას გულისხმობს, შ.პ.ს ”ნ.ი.ზ.”-ის და შ.პ.ს. ”ნიუ ბროკერ გრუპ”-ის მიერ მუშავდება.


ტერიტორიის მახასიათებლები
ნატახტარის ინდუსტრიული ზონის მიმზიდველობის ფაქტორები და მახასიათებლები:

·დაშორება დედაქალაქიდან 18 კილომეტრი.
·დაშორება ცენტრალური ავტობანიდან - 1,500 მეტრი.
·ზონის ფართობი - 550 000 კვ.მ (55 ჰა).
·ტერიტორია განლაგებულია თბილისი სტეფანწმინდისა და თბილისი ბათუმის ავტომაგისტრალებს შორის სადაც ხორციელდება ძირითადი სატვირთო და სატრანსპორტო გადაზიდვები.
·ტერიტორიის ახლოს მდებარეობს მსხვილი ინდუსტრიული ობიექტი - ნატახტრის ლუდსახარში მეურნეობა, აგრეთვე ხილის გადამამუშავებელი კომბინატი და ნატახტრის აეროდრომი, რომელიც იდეალურია მცირე ზომის კერძო თვითმფრინავების მისაღებად.
·ტერიტორია ხასიათდება სწორი რელიეფით.
·ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება წყლით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით.
·აღნიშნული ზონის მიმდებარედ აშენდა ქალაქი, ცხინვალიდან დევნილების დასაბინავებლად, 1500 ოჯახზე, რაც თავის მხრივ მეწარმეებს კვალიფიციური მუშახელის დაქირავების საშუალებას მისცემს.

მმართველი კომპანიის ვალდებულებები
შ.პ.ს. „ნ.ი.ზ.“-ი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ტერიტორიაზე განახორციელოს შემდეგი ტიპის სამუშაოები:
·მიწათმოწყობის და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების ჩატარება.
·ინდუსტრიული ზონის ტერიტორიის შიდა სამანქანო გზებით უზრუნველყოფა.
·ზონებად დაყოფა დამტკიცებული სქემის მიხედვით.
·ტერიტორიის საინჟინრო მომზადება.
·საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება.
·საერთო დანიშნულების მქონე საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა.
·ტერიტორიაზე სამრეწველო ობიექტებისთვის, შენობის პროექტის არსებობის შემთხვევაში წყლით, გაზით, ელექტრო ენერგიით და საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო სისტემით უზრუნველყოფა.

ინვესტირების პირობები
ნატახტრის ინდუსტრიულ ზონაში არსებული ნაკვეთების ფასი განსაზღვრულია ( 6 + 3 ) რაც ჯამში 9 ლარს შეადგენს, გთავაზობთ თანხის გადახდას ორ ეტაპად უპროცენტო განვადებით.
·პირველი ეტაპი - საწყისი 6 ლარის გადახდა ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
·მეორე ეტაპი - დარჩენილ 3 ლარს, კომპანია ”ნიზ”- ის მიერ ვალდებულებით ნაკისრი სამუშაოების პარალელურად, 9 თვის განმავლობაში. სავარაუდოდ: 1ლ-2009 წლის მაისი, 1ლ-ივნისი, 1ლ-ივლისი.
აღნიშნული ფასი ძალაშია 2008 წლის 31 ოქტომბრამდე.



ნასყიდობის ხელშეკრულებაში აისახება:
·შ.პ.ს. ”ნ.ი.ზ.”-ის ვალდებულებები
·გადახდის პირობები
გაყიდული ნაკვეთები
ამჟამად გაყიდულია შვიდი ნაკვეთი:
# 1 - ნაკვეთებზე განთავსდება ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია” რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარხნის აშენებას გეგმავს.
# 2 და # 4 - შაქრის იმპორტიორი ორგანიზაციის სასაწყობე მეურნეობა, PET- ბოთლების წარმოება და მცირე სტამბა.
# 3 და # 10- ნაკვეთები შეიძინა ექსპორტ-იმპორტის ფირმამ სასაწყობე მეურნეობისთვის.
# 7 ნაკვეთზე განთავსდება ფეხსაცმელები საწარმო.
# 9 - თევზის იმპორტიორი კომპანია.
მმართველმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ნატახტრის ინდუსტრიულ ზონაში შემავალი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, რომელიც BP-ს მცირე ნავთობსადენის (სუფსა) თავზე გადის (იხ. დაყოფის რუქაზე, დაშტრიხული ნაწილი), კერძო მფლობელობაში არ გადაეცა და რეკრეაციული ზონის გასაშენებლად დაეტოვებინა. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით ამ ტიპის ტერიტორიაზე, ნავთობსადენიდან 25 მეტრის დაშორებით (ორივე მხარეს) მშენებლობა შეზღუდულია.

დაყოფის რუკა

- გასაყიდი ნაკვეთები

- გაყიდული ტერიტორია

- მეორე ეტაპზე გასაყიდი მიწები



ობიექტების სავარაუდო ჩამონათვალი
გთხოვთ იხილოთ იმ ობიექტების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელთა განთავსებაც შესაძლებელია ნატახტრის ინდუსტრიულ ზონაში:
1. სხვადასხვა პროფილის საწარმო, მაგალითად: ხის გადამამუშავებელი, სამკერვალო, ფეხსაცმლის წარმოება, საცხობი, ხორცის გადამამუშავებელი, ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ბოსტნეულის გადასამუშავებელი წარმოება, სამხერხაო, საკორსერვო საწარმოო, საკონდიტრო წარომოება, პროფესიული გადამზადების ცენტრი, სამშენებლო მასალების წარმოება, ნაყინი-გაყინული პროდუქტები, ასაწყობი სახლები – შოუ რუმი, რძის პროდუქტების წარმოება, სარეკლამო მასალების წარმოება, რკინის ნაკეთობათა საწარმო, ტიპოგრაფია, ღვინის ქარხანა და ა.შ.
2. ადმინისტრაციული შენობა;
3. სწრაფი კვების ობიექტი;
4. რესტორანი;
5. მცირე ზომის სასტუმრო;
6. მცირე საცხოვრებელი კომპლექსი;
7. ავტოტექმომსახურების ცენტრი;
8. ბენზინგასამართი სადგური;
9. საყოფაცხოვრებო სერვისის ცენტრი;
10. სუპერმარკეტი;
11. ამბულატორია;
12. ინფრასტუქტურის მომსახურების ცენტრი;
13. ოფის-ცენტრი;
14. საკონფერენციო დარბაზები;
15. სხვადასხვა პროფილის სასაწყობე მეურნეობა;
16. სპორტული კომპლექსი;
17. ექსპო-ცენტრი;
18. საბაჟო ტერმინალი;
19. დაცვის სამსახური;
20. ფასიანი ავტოსადგომი და სხვა.
ტერიტორიების შესყიდვების პროცესში ორგანიზაციებს შორის შესაძლებელია გაიმართოს ტენდერი.


შეჯამება
პირობები, რომელსაც დღეს თქვენ კომპანია ”ნ.ი.ზ.”-ი და ”ნიუ ბროკერ გრუპი” გთავაზობთ ისეთ ტერიტორიაზე, როგორიცაა ნატახტრის ინდუსტრიული ზონა, უახლოეს ხანებში ხელმიუწვდომელი იქნება.
შეძენილ მიწის ნაკვეთზე დაწყებული კონკრეტული საქმიანობა, მომავალში მიწაზე ფასის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
ამასთან, ის სამუშაოები რომლის განხორციელებასაც თავის თავზე მმართველი კომპანია იღებს უადვილებს ინვესტორს განახორციელოს ჩანაფიქრი, აქედან გამომდინარე ის ფასები, რომლებიც ჯერ-ჯერობით კიდევ არის აქტუალური ნატახტრის ინდუსტრიულ ზონაში, ყოველმხრივ მისაღები და მომგებიანია.